ლოთარ მათეუსი: "ბაიერნი" უფრო მეტად ფავორიტია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წილისყრის შესახებ ისაუბრა.

- ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

"ოთხი უძლიერესი გუნდი შეხვდება ერთმანეთს: "ბაიერნი"-"რეალი", "იუვენტუსი"-"ბარსელონა". ფეხბურთის მოყვარულებს შესანიშნავი მატჩები ელით წინ.

კარლო ანჩელოტი მართალია, როცა ამბობს, რომ "ბაიერნსა" და "რეალს" ერთმანეთისგან დასამალი არაფერი აქვთ.

ჩემი აზრით, "ბაიერნი" უფრო მეტად ფავორიტია. ისინი უფრო კომპაქტურად თამაშობენ", - თქვა მათეუსმა.

მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მათეუსს "რეალი" გლადბახის "ბორუსიაში" ხომ არ ეშლება, თუმცა ზეგ გლადბახმა შეიძლება დასცეს კიდეც რეკორდმაისტერი. "რეალთან" წინასწარ ფავორიტობა იგივეა რაც "ღარიბი და ქილა ერბო"(ოცნებებში). "იუვენტუსის" "ბარსელონასთან" შედარება კი ალბათ უფრო უხერხულობაა ვიდრე რაღაც კანონზომიერება.
.........
18:05 17-03-2017
0

სიახლეები პოპულარული