ანტუან გრიზმანი: წილისყრისთვისაც არ გვიყურებია, ვარჯიში გვქონდა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა "ლესტერთან" მომავალ მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"ფინალში გასასვლელად, როგორც გასულ სეზონში, ნებისმიერი მეტოქე უნდა დავამარცხოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის შეხვდა "ატლეტიკო". წილისყრისთვისაც არ გვიყურებია, ვარჯიში გვქონდა.

"ლესტერი" წინ სწრაფად თამაშობს, მათ ჰყავთ ვარდი. მარეზი ბრწყინვალე ფეხბურთელია. დაცვაც მჭიდრო ჰყავთ, მათი გარღვევა რთული იქნება.

"ლესტერის" თამაშს ვუყურე "სევილიასთან". მეტოქეს სტანდარტების ხარჯზე შეუძლია პრობლემების შექმნა", - თქვა გრიზმანმა.

მომზადებულია L’Équipe-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული