ამრიგად, დონეცკური კლუბი არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და მირჩა ლუჩესკუ მეშახტეების ისტორიას წერს.
მატჩამდე
როგორც მოსალოდნელი იყო, ლუჩესკუმ ძირითადი შემადგენლობა არ შეცვალა და მოედანზე ზუსტად ის ფეხბურთელები გაყვანა, რომლებმაც "შახტარს" რომის "ოლიმპიკოზე" 3:2
მომენტები და ანალიზი
თავიდან "რომა" უკეთ თამაშობდა - განსაკუთრებით კარგად მარკო ბორიელოსა და როდრიგო ტადეის ტანდემი გამოიყურებოდა, მაგრამ მიზნის მიღწევა და ანგარიშის გახსნა ვერცერთმა ვერ შეძლო. სტარტიდან ათი წუთის შემდეგ ნახევარმომენტი ჰქონდა რიისეს, რომლის საჯარიმო დარტყმა (30 მეტრიდან) პიატოვის კარს საკმაოდ მცირე მანძილით ასცდა. მერე კი დონეცკელებიც აზრზე მოვიდნენ და თამაში იმდენად გააუმჯობესეს, რომ საყვარელი გუნდის წარმატების იმედი "რომას" ყველა გულშემატკივარს გადაეწურებოდა. თანაც, "შახტარი" ჰიუბშმანის მშვენიერი გოლით დაწინაურდა.
28-ე წუთზე არბიტრმა ჰოვარდ ვებმა იტალიელებს თამაშში დაბრუნების ბრწყინვალე შანსი მისცა, როცა სავსებით სამართლიანად დანიშნა პენალტი "შახტარის" კარში, მაგრამ პენალტს ხომ გამოყენება უნდა - რომაელებმა კი ამ მხრივაც უდიდესი უნიათობა გამოავლინეს: ბორიელომ მისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში დარტყმა
გადაწყვიტა და "შახტარის" მეკარე პიატოვიც მაინცდამაინც იმ კუთხეში გადახტა...
მონტელას გუნდის მდგომარეობა განსაკუთრებით 41-ე წუთზე დამძიმდა, როცა "ჯალოროსის" ფილიპ მექსე გაუძევეს. შესვენებამდე კიდევ მოხდა რაღაც: რომაელთა ლიდერ დანიელე დე როსის ნერვები მაგრად მოეშალა და დარიო სრნასთან საჰაერო ორთაბრძოლისას დონეცკელთა მარჯვენა მცველს იდაყვი გამეტებით უთავაზა. დე როსიც გასაგდები იყო, მაგრამ ვებმა "რომა" დაინდო და სულაც პირიქით: მან სრნა გააფრთხილა - საპროტესტო ღრიალისთვის.
რიცხვობრივ უპირატესობაში დარჩენილ დონეცკელებს მეორე ტაიმში ყველაფერი გაუადვილდათ: ჯერ იყო და ვილიანმა სხვაობა ორამდე გზარდა და "რომას" ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა, ბოლოს კი ედუარდოსაც მიეცა გართობის საშუალება და ტაბლოზე "რომასთვის" სამარცხვინო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.