ჩემპიონთ ლიგა. 1/4-ფინალი: "რეალმა" "ბაიერნს" დამატებით ტაიმებში სძლია

AutoSharing Option
18 აპრილს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.

მადრიდის "რეალმა" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 53-ე წუთზე "ბაიერნმა" გახსნა. პენალტი ზუსტად რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა. 76-ე წუთზე კი კრიშტიანო რონალდომ გაათანაბრა. სულ რაღაც ორ წუთში კი საკუთარ კარში ბურთი სერხიო რამოსმა ჩაჭრა.

84-ე წუთზე გერმანელები კაცნაკლულნი დარჩნენ. არტურო ვიდალმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 1:2 დასრულდა და დაპირისპრების გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები გახდა საჭირო. 

105-ე კრიშტიანო რონალდომ დუბლი მიითვალა. 110-ე წუთზე კი რონალდომ ჰეთ თრიქი გაიფორმა. საბოლოო წერტილი კი შეხვედრას მარკო ასენსიომ დაუსვა - 4:2.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მსაჯრიდის რეალი
giorgi
19 აპრილი 2017 02:27
0
არ ეკუთვნოდა რეალს. 10 კაცთან მაგრები არიან
კობიიიი
19 აპრილი 2017 01:45
0
თამაშის ბოლოს რეალის მაისურა უნდა ჩაეცვა კაშაის და მეხუთე გოლი რომ გაეტანა ეს იქნებოდა ყველაზე ლოგიკური დასასრული... ასეთი მსაჯობა 25 წელია ფეხბურთს ვუყურებ და არ მახსოვს... რეალს 11 კი არა 51 ლიგა უნდა ჰქონდეს მოგებული... ფეხბურთის ყურების სურვილი დამიკარგეს
musenbezi
19 აპრილი 2017 01:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული