მანუელ ნოიერმა კრიშტიანო რონალდოს მე-3 გოლის დროს ფეხი მოიტეხა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა მადრიდის "რეალთან" (4:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, წინასწარი დიაგნოზით, მარცხენა ფეხი მოიტეხა.

ეპიზოდი შეხვედრის 109-ე წუთზე მოხდა, როცა მეკარეს ფეხი დაუცდა, ხოლო "სამეფო კლუბის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ მესამე გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.

მიუნხენში დაბრუნებისას ნოიერი დეტალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ცნობილი გახდება გერმანელის საბოლოო დიაგნოზი და გამოჯანმრთელების ვადა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს ჰეთ თრიკი და 100 გოლი ლიგაზე [VIDEO]

მომზადებულია fcbayern.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
აი აქ უნდა ამოიღოს ხმა უეფამ.ასე როგორ შეიძლება გუნდის დაჩაგვრა?აშკარა თამაშგარე,აშკარა არასამართლიანი წითელი ბარათი...
რეალი უეფას კუთვნილი გუნდია?
zaza
11:56 19-04-2017
0
ზაზა, პირველი თამაშის პენალტი და თუნდაც რობენის დაყვინთვა ამ თამაშში? ვიდალი მანამდე იყო გასაგდები და დაინდო. ბაიერნმა რამით აჯობა რეალს რომელიმე თამაშში? მსაჯობაზე როცა საუბარია ბარსა-პსჟ-ს მერე რაღაა გასაკვირი. ზოგადად კი უკვე დროა ვიდეორეფერის აშკარად. და რეალს კი შესაფერისი მეკარე ჭირდება.
Zaza-s
12:42 19-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული