მანჩესტერელები ძალიან თავდაჯერებულები არიან, რაც ასოციაციის თასზე "არსენალთან" გამარჯვების დამსახურებაა.
"არსენალთან" გამარჯვებამ სულზე მოგვისწრო, ბიჭები აზრზე მოვიდნენ და ირწმუნეს, რომ მოგება ჯერ კიდევ
ამრიგად, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს ამ სეზონში ჰეთ-თრიკის შესრულების შანსი აქვს, მაგრამ რუნის კიდევ ერთი სურვილიც აქვს: "მინდა, გენიალურ მეკარეს და ბრწყინვალე ადამიანს, ედვინ ვან დერ სარს კარიერის დასრულება გადავაფიქრებინო. როცა მასთან ერთად ვარ, სულ ამაზე ველაპარაკები - საშხაპეშიც კი. მთელი გუნდის სახელით ვამბობ, ძალიან გვინდა, რომ ვან დერ სარი ფეხბურთში კიდევ ერთი წლით დარჩეს!"
აღსანიშნავია, რომ "არსენალთან" მატჩში ფერგიუსონმა პოლ სქოულზი და რაიან გიგზი დაასვენა, რომლებიც დღეს სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ. ფერგიუსონის თქმით, დიდი შანსია, რომ დღევანდელი შეხვედრისთვის სრულად გამოჯანმრთელება ნანიმაც მოასწროს.
რაც შეეხებათ ფრანგებს: მარსელელები ფიქრობენ, რომ "ოლდ ტრეფორდზე" წარმატების მიღწევა ხელეწიფებათ. "ცხადია, ფავორიტი მანჩესტერია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ მატჩში კარი მშრალად შევინახეთ. ეს კი, საპასუხო შეხვედრაში, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდეს", - ეს ველოდრომელთა მთავარი მწვრთნელის, დეშამის სიტყვებია.
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერი (4-4-2): ვან დერ სარი - რაფაელი, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა - ნანი, ფლეტჩერი, სქოულზი, გიგზი - ერნანდესი, რუნი.
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ფანი, დიავარა, ჰაინცე, ტაივო - ლუჩო გონსალესი, მბია, შეირუ - ვალბუენა, რემი, აიევი.
არბიტრი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)
მანჩესტერი-მარსელი
პირველი მატჩი: 0:0.
.