"დღეს "ჩელსი" თავდასხმაში მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა. აუცილებელი იყო შექმნილი მომენტებიდან ერთი მაინც გამოგვეყენებინა. მეორე მხრივ, მეტოქეს ჩვენს კარზე სერიოზულად დამუქრების საშუალება არ მივეცით, რაც ძალიან მახარებს. მოთამაშეებმა მებრძოლი თვისებები და დამაჯერებლობა გამოავლინეს. შემადგენლობის როტაციას მივმართე, რადგან ჩვენს გუნდში
"ჩელსის" კიდევ ბევრი შეუძლია. მთავარი მიზანი მიღწეულია, გასულ წელს ხომ "ჩელსიმ" ეს ტურნირი სწორედ ამ სტადიაზე დატოვა. რაც შეეხება პარასკევის კენჭისყრას, "ბარსელონასთვის" თავის არიდებას ვისურვებდი, რადგან ეჭვგარეშეა, რომ ის უძლიერესი გუნდია. საერთოდ, ვისურვებდი, "ბარსელონას" და "მანჩესტერ იუნაიტედს" მხოლოდ ფინალში შევხვედრილიყავით".
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით