ანჩელოტი: ვისურვებდი "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ბარსელონას" ავრიდებოდით

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "კოპენჰაგენთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ თავისი შეგირდების მხრიდან მომენტების რეალიზაციის დაბალ ხარისხზე დაიჩივლა, მაგრამ საერთო ჯამში შეხვედრის შედეგით კმაყოფილი დარჩა. იტალიელის აზრით, ლონდონელებს კარგი შანსი აქვთ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში რაც შეიძლება შორს გავიდნენ.

"დღეს "ჩელსი" თავდასხმაში მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა. აუცილებელი იყო შექმნილი მომენტებიდან ერთი მაინც გამოგვეყენებინა. მეორე მხრივ, მეტოქეს ჩვენს კარზე სერიოზულად დამუქრების საშუალება არ მივეცით, რაც ძალიან მახარებს. მოთამაშეებმა მებრძოლი თვისებები და დამაჯერებლობა გამოავლინეს. შემადგენლობის როტაციას მივმართე, რადგან ჩვენს გუნდში
ყველა იმსახურებს იმას, რომ მოედანზე გამოვიდეს და სათამაშო ტონუსი შეინარჩუნოს.

"ჩელსის" კიდევ ბევრი შეუძლია. მთავარი მიზანი მიღწეულია, გასულ წელს ხომ "ჩელსიმ" ეს ტურნირი სწორედ ამ სტადიაზე დატოვა. რაც შეეხება პარასკევის კენჭისყრას,  "ბარსელონასთვის" თავის არიდებას ვისურვებდი, რადგან ეჭვგარეშეა, რომ ის უძლიერესი გუნდია. საერთოდ, ვისურვებდი, "ბარსელონას" და "მანჩესტერ იუნაიტედს" მხოლოდ ფინალში შევხვედრილიყავით".


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული