მატჩამდე
ასოციაციის თასზე "არსენალთან" 2:0-ის შემდეგ, ფერგიუსონმა ძირითადი შემადგენლობა ოთხ ადგილზე შეცვალა: ვიდიჩის (ტრავმა), რაფაელის, ფაბიოსა და გიბსონის (სამივე სკამზე იჯდა) ნაცვლად, ფერგიმ სასტარტოში ქერიკი, გიგზი, სქოულზი და ნანი გაამწესა. ვიდიჩთან ერთად, "მანჩესტერს" ფერდინანდი, ფლეტჩერი, ევანსი, პარკი, ოუენი და ანდერსონიც აკლდა. სამაგიეროდ, ლუის ანტონიო ვალენსია ექვსთვიანი იძულებითი პაუზის
დიდიე დეშამმა კი მოედანზე ზუსტად იგივე შემადგენლობა გაიყვანა, რომლითაც "რენს" გასულ უქმეებზე 2:0 მოუგო: ერთადერთი ცენტრფორვარდი ჟინიაკი გახლდათ, შეტევების კონტროლი კი ჩვეულებისამებრ ლუჩო გონსალესს დაევალა. დაცვის ცენტრში დიავარასა და ჰაინცეს ტანდემი ვიხილეთ, ტრავმირებული ვალბუენა სკამზე იჯდა, სკანდალისტი ბრანდაო კი განაცხადშიც არ ყოფილა.
Top ფეხბურთელი
ხავიერ ერნანდესი (მანჩესტერი)
"ჩიჩარიტომ" "მარსელთან" მატჩში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რატომ ამოაგდო ფერგიუსონმა დიმიტარ ბერბატოვი ძირითად შემადგენლობიდან და რატომ ენდობა ხავიერ ერნანდესს. "ჩიჩარიტო" ორჯერ "საჭირო დროს, საჭირო ადგილზე", ორი გოლი გაიტანა და "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.
Flop ფეხბურთელი
ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი)მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერის" დაცვა იმპროვიზებული იყო, "მარსელის" ცენტრფორვარდმა აბსოლუტურად ვერაფერი გააწყო. მისგან ყველანი გაცილებით მეტს ველოდით.
მსაჯი
ესპანელ კარლოს ველასკოს ორთაბრძოლების შეფასებისას შეცდომა არ დაუშვია. სამაგიეროდ, ყვითელი ბარათის ამოღება უჭირდა. მაგალითად, ევრა ორჯერ იმსახურებდა გაფრთხილებას – ლუჩოსთან (მე-14 წუთზე) და რემისთან (47) ორთაბრძოლების გამო.
ანალიზი
"მარსელი" მაშინ დაიღუპა, როცა სწრაფი გოლი გაუშვა. ამის შემდეგ მანჩესტერელებს შეტევაში სიმძაფრე აკლდათ, რაც ლოგიკურიც იყო, "ოლიმპიკმა" კი შეძლო გარკვეული დროის შემდეგ აზრზე მოსვლა და თამაშს უფრო და უფრო აუმჯობესებდა. დეშამის გუნდიდან შეირუ უნდა გამოვყოთ, რომელიც ყველაზე მეტს იბრძოდა.
როგორც ჩანს, ფერგიუსონმა შესვენებაზე სწორი და დროული შენიშვნები მისცა შეგირდებს: მანკუნიანელებმა მეორე ნახევრიდან ბურთზე უფრო მუყაითი კონტყროლი დააწესეს და უფრო თავდაჯერებულებიც გახდნენ. რაც მთავარია, "იუნაიტედის" იმპროვიზებული დაცვაც დასტაბილურდა. თანაც, ფერგის ბიჭებმა მეორე გოლიც გაიტანეს. მართალია, ჰაინცეს გოლმა ფრანგებს იმედის ნაპერწკალი გაუღვივა, მაგრამ მანკუნიანელებმა ველოდრომელებს მეტი აღარაფერი გააბედინეს...