E ჯგუფი
ვალენსია-ლევერკუზენი
სამი ტურის შემდეგ, "ლევერკუზენი" მეორე ადგილზეა და "ვალენსიას" ოთხი ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ვიცე-ჩემპიონს დღეს მერვედფინალისკენ მინიმუმ დიდი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, მაქსიმუმ კი ამ საგზურის პრაქტიკული განაღდება. ოღონდ, ამისათვის "მესტალიაზე" გამარჯვებაა საჭირო, თუმცა ფაქტია, რომ გერმანელები არც ფრეზე იტყოდნენ უარს, რაც ფაქტიურად იმის ნიშანი იქნება, რომ "ღამურები" "ფარმაცევტებს" ვეღარ დაეწევიან.
თავის მხრივ, ეს ყველაფერი იმასაც ნიშნავს, რომ "ვალენსიას" დღეს მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს. მოკლედ, "მესტალიაზე" უაღრესად საინტერესო მატჩი
"ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალთან ძალიან ახლოს ვართ და ამ სიამოვნების მოკლებას არ ვაპირებთ. ვალენსიაში არ წავაგებთ!" -ვალენსიაში გამგზავრების წინ განაცხადა გერმანელთა საყრდენმა ნახევარმცველმა ლარს ბენდერმა.
"ლევერკუზენს" პარასკევს, "ფრაიბურგთან" 1:0-ზე მოგებულ შეხვედრაში მიხაელ ბალაკი დაუშავდა - გამარჯვების გოლის ავტორს ცხვირი გაუტეხეს. მაგრამ 35 წლის ნახევარმცველს დღეს მოედანზე გასვლა სპეციალური ნიღბით შეუძლია. "ვალენსიამ" გენერალური რეპეტიცია "ხეტაფესთან" მატჩში გაიარა და 3:1 მოიგო. "ახლა "ლევერკუზენთანაც" აუცილებლად უნდა მოვიგოთ," - ეს ვალენსიელთა დამრიგებლის, უნაი ემერის სიტყვებია, რომელიც დღეს ნიჭიერ კანალესს ვერ გამოიყენებს. 20 წლის კანალესი ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩში (1:1) დაშავდა და მყესების გაწყვეტა დაუდგინეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მიგელი, რამი, ვიქტორ რუისი, ხორდი ალბა - ალბელდა, ბანეგა - პაბლო ერნანდესი, ხონასი, მატიუ - სოლდადო.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - კასტრო, მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი, კადლეცი - ლ. ბენდერი, როლფესი - სემი, ბალაკი, შიურლე - კისლინგი.
არბიტრი: იონას ერიკსონი (შვედეთი)
გენკი-ჩელსი
"არსენალთან" უმძიმესი ბრძოლისა და სამარცხვინო ანგარიშით წაგების (3:5) შემდეგ, "ჩელსის" "გენკთან" ლოგიკურად იოლი გასეირნება ელის და წესით, ლონდონელებმა განტვირთვის საღამო უნდა მოიწყონ.
ინგლისელმა ექსპერტებმა "ჩელსის" თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში უკიდურესად შემტევი სტილის გამო მაგრად გააკრიტიკეს და საინტერესოა, შეცვლის თუ არა ის ძირითად შემადგენლობას "გენკთან".
აღსანიშნავია, რომ "არისტოკრატებს" ჩემპიონთა ლიგაში საქმეები კარგად მისდით - სამი ტურის შემდეგ ჯგუფს 7 ქულით ლიდერობენ და მხოლოდ ერთი გოლი აქვთ გაშვებული. რაც შეეხება "გენკს": ბელგიელები ბოლო ადგილზე არიან და ჯერ ერთი გოლიც არ გაუტანიათ.
სავარაუდო შემადგენლობები
გენკი (4-3-1-2): კოტელესი - ნგონგჩა, ვანდენ ბრე, ნადსონი, პუდილი - ბაფელი, დე ბრუინი, ჰილანი - ტოშერი - ოგუნჯიმი, ბარდა.
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა, ტერი, დავიდ ლუისი, კოული - ლემპარდი, მიკელი, მეირელესი - სტარიჯი, ტორესი, მატა.
არბიტრი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 3 2 1 0 8-1 7
2. ლევერკუზენი 3 2 0 1 4-3 6
3. ვალენსია 3 0 2 1 2-3 2
4. გენკი 3 0 2 2 0-7 1
F ჯგუფი
არსენალი-მარსელი
ერთი მოგებაც და "არსენალი" პრაქტიკულად მერვედფინალში იქნება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "მეთოფეებმა" მარსელის "ოლიმპიკი" "ველოდრომზეც" დაამარცხეს და პრემიერლიგაშიც ძალიან კარგად გამოიყურებიან (5:3 ჩელსისთან), წესით, არსენ ვენგერის გუნდს "მარსელის" დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-3-3): შჩესნი - ჯურუ, კოშელნი, მერტეზაკერი, სანტოსი - სონგი, არტეტა, რემსი - უოლკოტი, ვან პერსი, ჟერვინიო.
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ფანი, დიავარა, ნ’კულუ, მორელი - ლუჩო გონსალესი, დიარა, შეირუ - ვალბუენა, რემი, ა. აიუ.
არბიტრი: პაოლო ტოლიავენტო (იტალია)
ბორუსია (დ)-ოლიმპიაკოსი
დორტმუნდშიც სწორედ ამაზე ოცნებობენ - რომ "არსენალმა" "მარსელს" მეორე თამაშიც მოუგოს. ასეთ შემთხვევაში, გერმანიის ჩემპიონის მდგომარეობა აღარ იქნება ისეთი მძიმე, როგორც ეს სამი ტურის შემდეგ ჩანს (იხილეთ ცხრილი) - თუ რა თქმა უნდა, გერმანიის ჩემპიონები მერვედფინალში გასვლისთვის ბრძოლის უკანასკნელ შანსს გამოიყენებენ და საკუთარ მოედანზე "ოლიმპიაკოსს" დაამარცხებენ. ასეთ შემთხვევაში, "დორტმუნდს" 4 ქულა გაუხდება, "მარსელს" 6 დარჩება და ხომ გახსოვთ, ბოლო ტურში "ოლიმპიკი" დორტმუნდში უნდა ჩავიდეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, კელი - გიოტცე, კაგავა, პერიშიჩი - ლევანდოვსკი.
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): კოსტანცო - ტოროსიდისი, მელბერგი, ა. პაპადოპულოსი, მარკანო - ორბაისი, მოდესტო - მირალასი, იბაგასა, ჰოლებასი - ჯებური.
არბიტრი: ვლადისლავ ბეზბოროდოვი (რუსეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 3 2 1 0 4-2 7
2. მარსელი 3 2 0 1 4-1 6
3. ოლიმპიაკოსი 3 1 0 2 4-4 3
4. ბორუსია (დ) 3 0 1 2 2-7 1
G ჯგუფი
აპოელ-პორტუ
მოგება "ზენიტთან", ფრე დონეცკში და ფრე პორტუში - ნიქოზიის "აპოელი" სამი ტურის შემდეგ ჯგუფში ლიდერია და ამ გუნდს ამრეზით ვეღარავინ შეხედავს. საკმარისია, ნიქოზიელებმა "პორტუსთან" საშინაო შეხვედრაშიც მიაღწიონ წარმატებას, რომ მერვედფინალში გასვლის რეალური კანდიდატები იქნებიან, რაც სერიოზული სენსაცია იქნებოდა.
სავარაუდო შემადგენლობები
აპოელ (4-2-3-1): პარდო - პურსაიტიდისი, ჟორჟე, იაჰიჩი, ოლივეირა - მორაისი, პინტუ - ტრიკოვსკი, მარსინიო, მანდუკა - აილტონი.
პორტუ (4-1-2-3): ჰელტონი - საპურანუ, მანგალა, როლანდო, ა. პერეირა - ფერნანდო - ბელუში, მოუტინიო - ჰალკი, კლებერი, როდრიგესი.
არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)
ზენიტი-შახტარი
"ზენიტმა" წინა ტურში დონეცკიდან ქულა წაიღო, რაც რუსებს წარმატებად ჩაეთვალათ. თუ პეტერბურგელები "შახტარს" დაამარცხებენ, მერვედფინალისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ. თუმცა რუსეთის ჩემპიონს მთავარი გოლეადორი, კერჟაკოვი ტრავმირებული ჰყავს. მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ამბობს, სამაგიეროდ, დანი ითამაშებსო. საკადრო პრობლემები უკრაინელთა მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუსაც აქვს: ჩიგრინსკი, ფერნანდინიო და ჟადსონი ლაზარეთში არიან.
სავარაუდო შემადგენლობები
ზენიტი (4-3-3): მალაფეევი - ანიუკოვი, ალვეში, ლუკოვიჩი, კრიშიტო - სემაკი, დენისოვი, ზირიანოვი - ფაიზულინი, ბუხაროვი, დანი.
შახტარი (4-2-3-1): რიბკა - სრნა, რაკიცკი, კუხერი, რაცი - ჰიუბშმანი, მხითარიანი - დუგლას კოშტა, ტეიშეირა, ვილიანი - ლუის ადრიანო.
არბიტრი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. აპოელ 3 1 2 0 4-3 5
2. ზენიტი 3 1 1 1 6-5 4
3. პორტუ 3 1 1 1 4-5 4
4. შახტარი 3 0 2 1 4-5 2
H ჯგუფი
ბატე-მილანი
პირველი მატჩი, რომელზეც ბევრი ლაპარაკი არ ღირს: ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ "მილანი" ბორისოვოში მექსეს ვერ გამოიყენებს - ფრანგს ორშაბათს მარცხენა ხელზე ოპერაცია გაუკეთეს. "როსონერის" რიგებში ვერც ანტონიო კასანოს ვიხილავთ: 29 წლის თავდამსხმელი უცნაური დიაგნოზებით კლინიკაში მოხვდა - საუბარი, ხედვა და გადაადგილება უჭირდა. მას ზუსტი დიაგნოზი ჯერაც ვერ დაუსვეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბატე (4-4-1-1): გუტორი - ბაგა, შიმიჩი, იურევიჩი, ბორდაჩევი - ვოლოდკო, ბრეშანი, კონტოსევოი, ოლეხნოვიჩი - რუდიკი - კეჟმანი.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, სილვა, ძამბროტა - ნოჩერინო, ვან ბომელი, აკვილანი - ბოატენგი - იბრაჰიმოვიჩი, რობინიო.
არბიტრი: პეტერ რასმუსენი (დანია)
ვიქტორია-ბარსელონა
კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც როლები ასევე მკვეთრადაა გადანაწილებული: "ბატეს" დარად, პლზენის "ვიქტორიაც" მხოლოდ მესამე ადგილისთვის იბრძვის (რაც თავიდანვე ცხადი იყო). "ბარსა" და "მილანი" ერთმანეთს პირველი აგილისთვის ეჯიბრებიან.
სავარაუდო შემადგენლობები
ვიქტორია (4-5-1): ჩეხი - ლიმბერსკი, ბისტრონი, ჩისოვსკი, რაიტორალი - პეტრჟელა, ირჟაჩეკი, ჰორვატი, კოლარი, პილარი - ბაკოსი.
ბარსელონა (4-3-1-2): ვალდესი - ალვეში, პიკე, მასკერანო, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ფაბრეგასი - მესი, ვილია.
არბიტრი: რობერტ შიონგერჰოფერი (ავსტრია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 3 2 1 0 9-2 7
2. მილანი 3 2 1 0 6-2 7
3. ვიქტორია 3 0 1 2 1-5 1
4. ბატე 3 0 1 2 1-8 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"