მარიო გომესმა ჩემპიონთა ლიგაში გერმანელთა რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი მარიო გომესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი გერმანელი ფეხბურთელი გახდა. გომესმა "ნაპოლისთან" მატჩში ჰეთ თრიქი შეასრულა და გოლების საერთო რაოდენობით მიხაელ ბალაკს გადაუსწრო.

გომესის ანგარიშზე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ამჟამად 17 გატანილი გოლია. ბალაკმა, რომელიც "კაიზერსლაუტერნში", "ბაიერში" "ბაიერნსა" და ლონდონის "ჩელსიში" გამოდიოდა (ახლა კვლავ "ბაიერში" თამაშობს), 16 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული