"დიახ, შემიძლია ეს ფაქტი დავადასტურო, მაგრამ თავის ქება არ მინდა.
როცა გასახდელიდან გამოვედი ჩემთან უცნობი მოვიდა და კარგი თამაში მომილოცა. თავიდან ვერ ვიცანი ვინ იყო და შემდეგ მივხდი, რომ ეს კაცი ფლორენტინო პერესი ყოფილა. მან მითხრა, შეგიძლია ნებისმიერ დროს "რეალში" გადმოხვიდეო.
ასეთი კომპლიმენტები ჯერ არ მიმიღია. ყოველდღე ხომ არ გეპატიჯება "რეალის" პრეზიდენტი საკუთარ კლუბში...", - თქვა 23 წლის მეკარემ, რომელმაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" ექვსი გოლი გაუშვა.
მომზადებულია Sportske