ზაგრების "დინამოს" მეკარეს "რეალში" ეპატიჟებიან

AutoSharing Option
ზაგრების  "დინამოს" კარის დარაჯმა, ივან კელავამ "რეალის" პრეზიდენტ, ფლორენტინო პერესზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

"დიახ, შემიძლია ეს ფაქტი დავადასტურო, მაგრამ თავის ქება არ მინდა.

როცა გასახდელიდან გამოვედი ჩემთან უცნობი მოვიდა და კარგი თამაში მომილოცა. თავიდან ვერ ვიცანი ვინ იყო და შემდეგ მივხდი, რომ ეს კაცი ფლორენტინო პერესი ყოფილა. მან მითხრა, შეგიძლია ნებისმიერ დროს "რეალში" გადმოხვიდეო.

ასეთი კომპლიმენტები ჯერ არ მიმიღია. ყოველდღე ხომ არ გეპატიჯება "რეალის" პრეზიდენტი საკუთარ კლუბში...", - თქვა 23 წლის მეკარემ, რომელმაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" ექვსი გოლი გაუშვა.

მომზადებულია Sportske
Novosti-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული