"ვატყობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეეძლო. ჯგუფურ ეტაპზე ფორტუნა ჩვენს მხარეს არ იყო. არა მგონია, ჩემი გუნდის დონე მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონასას" ბევრით ჩამოუვარდებოდეს.
ჩვენ საკუთარი ჩავარდნა და აღმავლობა გვქონდა და ტრავმებმა დაგვრია ხელი. შეიძლება საუკეთესო მოთამაშეები ერთი-ორი თამაშით შეცვალო, მაგრამ როდესაც დიდი ხნით გაკლდებიან, მათი არყოფნა იგრძნობა", - თქვა ფერგიუსონმა.