ხოსეპ გვარდიოლა: ლევერკუზენის "ბაიერთან" მატჩმა შერეული გრძნობები დამიტოვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, ლევერკუზენის "ბაიერთან" მოგებული პირველი მატჩით კმაყოფილია, თუმცა მიიჩნევს, რომ მის გუნდს მეტი შეუძლია.

"თამაშის პირველ ნახევარში რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა ზუსტი საბოლოო პასი გვაკლდა.

მეორე ტაიმი ჩვენთვის უფრო წარმატებულად წარიმართა - თავისუფალ სივრცეებს უკეთესად ვიყენებდით და ანგარიშშიც დავწინაურდით.

გერმანულ გუნდებთან დაპირისპირებისას ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდებით - მათთან ბურთის დიდხანს ფლობა შეუძლებელია, თამაშს ვერ აკონტროლებ და მეტოქეს ფიზიკური მონაცემებით ჩამოუვარდები.

მეორე ტაიმში ისეთი მიმზიდველი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, თუმცა გუნდმა გასვლით
დაპირისპირებაში სამი გოლის გატანა მოახერხა, რაც სასიხარულოა", - განაცხადა კატალონიელთა თავკაცმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული