ლევერკუზენის "ბაიერის" მთავარმა მწვრთნელმა რობინ დუტმა "ბარსელონასთან" თავისი გუნდის თამაში შეაფასა.
"პირველ ტაიმში თავს ძალიან კარგად ვიცავდით, მაგრამ მეტოქეს ზედმეტი პატივისცემით მოვეპყარით.
მეორე ტაიმი სრულიად სხვაგვარი გამოდგა. შესვენებაზე ჩემს შეგირდებს ვთხოვე, ინიციატივა ეგდოთ ხელთ. მიმაჩნია, რომ მეორე ტაიმში "ბარსელონას" ბევრი პრობლემა შევუქმენით. 15 წუთის განმავლობაში მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშეთ.
რაც შეეხება "კამპ ნოუზე" შეხვედრას, ჩვეულებრივ, იქ სტუმრებს შანსი არ აქვთ, მაგრამ ვინ იცის... ორიოდე წლის წინ ვნახე, როგორ გაანადგურა "ბარსელონამ" "ბაზელი" 6:0, შემდეგ კი საპასუხო მატჩში 1:1 ითამაშა. ყველაფერი შესაძლებელია".
13:50 15-02-2012
რობინ დუტი: "კამპ ნოუზე" სტუმრებს შანსი არ აქვთ...
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული