შესაძლოა ალეშანდრო პატომ ლონდონის "არსენალთან" ითამაშოს

AutoSharing Option
"მილანის" მცველმა ტიაგო სილვამ "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის მომავალ მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელიც 15 თებერვალს, 23:45 საათზე დაიწყება.

"არსენალი" ბრწყინვალე გუნდია. კონცენტრაცია 180 წუთის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ.

ვან პერსისა და ანრის შეუძლიათ შეხვედრის ბედი ნებისმიერ დროს გადაწყვიტონ. შევძლებ თუ არა ჰოლანდიელის შეჩერებას? ვნახოთ.

რაც შეეხება პატოს, იმედი გვაქვს, რომ ის რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება მოედანს. შესაძლოა მან "არსენალთან" ითამაშოს კიდეც", - თქვა სილვამ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული