მასიმილიანო ალეგრი: "არსენალისთვის" 6:0 უნდა მოგვეგო, რომ მისი იმედები საბოლოოდ დაგვემსხვრია

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, რომლის გუნდმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში "არსენალი" ანგარიშით 4:0 გაანადგურა, თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ "როსონერის" უფო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო.

"ამ მატჩში ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით 4:0-ის შემდეგ. 6:0-იც შეგვეძლო მოგვეგო. საკუთარი მომენტები უნდა გამოიყენო, განსაკუთრებით ევროთასებზე.

"მილანმა" კარგ შედეგს მიაღწია, მაგრამ მეოთხედფინალში ჯერ კიდევ არ გავსულვართ. კიდევ უნდა გაგვეტანა, რათა "არსენალის" იმედები საბოლოოდ დაგვემსხვრია.

ახლა სტუმრად ერთი გოლი უნდა გავიტანოთ და მერე მოდუნებაც შეიძლება", - თქვა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული