"ამ მატჩში ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით 4:0-ის შემდეგ. 6:0-იც შეგვეძლო მოგვეგო. საკუთარი მომენტები უნდა გამოიყენო, განსაკუთრებით ევროთასებზე.
"მილანმა" კარგ შედეგს მიაღწია, მაგრამ მეოთხედფინალში ჯერ კიდევ არ გავსულვართ. კიდევ უნდა გაგვეტანა, რათა "არსენალის" იმედები საბოლოოდ დაგვემსხვრია.
ახლა სტუმრად ერთი გოლი უნდა გავიტანოთ და მერე მოდუნებაც შეიძლება", - თქვა ალეგრიმ.