ჯოკოვიჩი "მილანის" ძველი გულშემატკივარია, მშობლიურ სერბეთში კი ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" ქომაგობს.
"ტურნირი არ მქონდა, ამიტომ მატჩზე დასწრება მოვახერხე. შემიძლია ვთქვა, რომ ეს "მილანის" საუკეთესო თამაში იყო, რაც ოდესმე მინახავს", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ სერბმა.
იტალიური პრესა აღნიშნავს, რომ გამარჯვება ჯოკოვიჩმა შვედ ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად იზეიმა.