ნოვაკ ჯოკოვიჩი: "მილანის" საუკეთესო თამაში ვიხილე

AutoSharing Option
სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგანია, "მილანსა" და "არსენალს" შორის ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს დაესწრო.

ჯოკოვიჩი "მილანის" ძველი გულშემატკივარია, მშობლიურ სერბეთში კი ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" ქომაგობს.

"ტურნირი არ მქონდა, ამიტომ მატჩზე დასწრება მოვახერხე. შემიძლია ვთქვა, რომ ეს "მილანის" საუკეთესო თამაში იყო, რაც ოდესმე მინახავს", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ სერბმა.

იტალიური პრესა აღნიშნავს, რომ გამარჯვება ჯოკოვიჩმა შვედ ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად იზეიმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული