ჯონ ტერი "ნაპოლისთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ პირველ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. ამის შესახებ The Guardian იუწყება.

"არისტოკრატთა" მცველი ტრავმირებულ მუხლში ტკივილს გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა ტრავმა ინგლისის თასის მე-3 რაუნდში "პორტსმუტთან" მიიღო, რის შემდეგაც მან ოთხი შეხვედრა გამოტოვა. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხ მატჩში "ჩელსიმ" ერთხელაც ვერ მოიგო.

"ნაპოლისა" და "ჩელსის" შორის დაპირისპირება 21 თებერვალს, 23:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული