ცსკა-რეალი 1:1 (იხილეთ ვიდეო)
ცსკა (4-2-3-1): ჩეპჩუგოვი - ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ვ. ბერეზუცკი, შჩენნიკოვი - ვერნბლუმი, ალდონინი (68. ჰონდა) - მუსა (64. სეკუ), ძაგოევი, ტოშიჩი (82. ნეციდი) - დუმბია.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - კალეხონი (75. კაკა), იოზილი (84. ალბიოლი), რონალდო - ბენზემა (15. იგუაინი).
გოლები: 0:1 რონალდო (28), 1:1 ვერნბლუმი (92)
გაფრთხილება: ვერბნბლუმი - ჩაბი ალონსო, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 15-9;
მაყურებელი: 70 000
ნაპოლი-ჩელსი 3:1 (იხილეთ ვიდეო)
ნაპოლი (3-4-3): დე სანკტისი - კამპანარო, კანავარო, არონიკა - მაჯო, ინლერი, გარგანო, სუნიგა - ჰამშიკი (82. პანდევი), კავანი, ლავეცი (74 ჯემაილი).
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, დ. ლუიზი, ბოსინგვა (12. ე. კოული) - რამირესი, მეირელეში (70. ესიენი), მალუდა (70. ლემპარდი) - სტარიჯი, დროგბა, მატა.
გოლები: 0:1 მატა (27), 1:1 ლავეცი (38), 2:1 კავანი (45), 3:1 ლავეცი (65)
გაფრთხილება: კავანი - მეირელეში, კეჰილი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 7-19; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 12-10 (7-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 60 074
21 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.
მოსკოვურ სუსხში "სამეფო კლუბის" სანახავად 70 ათასი მაყურებელი მივიდა. რომ არა 25 წლის შვედი პონტუს ვერნბლუმის გოლი დამატებით წუთებზე, ჟოზე მოურინიო და მისი გუნდი მიზანს მიაღწევდა - საპასუხო მატჩის წინ "იოლ ცხოვრებას" გაინაღდებდა. ახლა კი "რეალი" უბრალოდ ფავორიტად რჩება, მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" სიფხიზლე მართებს.
ვერნბლუმმა მეტოქის საჯარიმოში არეულობითა და ჩაბი ალონსოს "ჩაძინებით" ისარგებლა და კრიშტიანო რონალდოს გატანილი გაქვითა - 1:1.
დებიუტიც ასეთი უნდა, შვედი ხომ იანვარში გადავიდა "ალკმაარიდან" რუსეთის დედაქალაქში.
ყინვის მიუხედავად თამაში ურიგო არ გამოვიდა. თავიდან ცსკა-ს შემტევები აჰმედ მუსა და სეიდუ დუმბია აქტიურობდნენ. მე-15 წუთზე მოურინიომ ტრავმის გამო ქარიმ ბენზემა დაკარგა, რომელიც გონსალო იგუაინმა შეცვალა. ამის შემდეგ ცსკა-ს მეკარე სერგეი ჩეპჩუგოვმა აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი, როცა ჯერ იგუაინის დარტყმა მოიგერია, შემდეგ - ხედირას დამატება.
28-ე წუთზე "რეალმა" მაინც გახსნა ანგარიში, ფაბიო კოენტრაოს ჩაწოდებული უხეიროდ მოიგერია თავით ზორან ტოშიჩმა და კრიშტიანო რონალდომაც ცაციით ანგარიში გახსნა, ჩეპჩუგოვი ბურთს კი შეწვდა, მაგრამ ამჯერად ცსკა ვეღარ გადაარჩინა.
მეორე ტაიმში "რეალს" (კერძოდ, კრიშტიანო რონალდოს) ორამდე შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ბოლოს აქეთ დაისაჯა.
თამაშის შემდეგ ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ ფრე მოსკოვში ურიგო შედეგი არ არის, ხოლო მასპინძელთა თავკაცმა ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომ "რეალის" ფავორიტობის მიუხედავად, მის გუნდს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოგება შეუძლია.
ნეაპოლში დიდებული მატჩი ვიხილეთ - ანდრე ვილაშ ბოაშის "ჩელსიმ" ინლერის შეცდომისა და ხუან მატას გოლით გახსნა ანგარიში, მაგრამ მერე და მერე საშინელი დარტყმა მიიღო - ესეკილ ლავეცის დუბლი და ედინსონ კავანის გოლით 3:1 მოიგო.
რა თქმა, უნდა ლონდონში 1:3-ის "ამოქაჩვა" შესაძლებელია, მაგრამ "ჩელსიმ" საკმაოდ სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო.
კომენტარები
ანდრე ვილაშ-ბოაში: მდგომარეობის გამოსწორება შეგვიძლია
მარეკ ჰამშიკი: "ნაპოლი" სტუმრად ლონდონის "ჩელსისთან" კონტრშეტევებზე ითამაშებს
ხაბი ალონსო: ცსკა-სთან გამარჯვებას ვიმსახურებდით
ჟოზე მოურინიო: ჩემი გუნდი უკეთესია და შინ მოვიგებთ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"