ქარიმ ბენზემა დაშავდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ ცსკა-სთან (1:1) მატჩში ტრავმა მიიღო.

ფრანგმა ფეხბურთელმა თამაშის დროს ტკივილი იგრძნო და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო. ბენზემა მე-14 წუთზე შეცვალეს.

ფორვარდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგ მისი გამოჯანმრთლების ზუსტი ვადა გაირკვევა.

ესპანური პრესის ცნობით, ბენზემას ტრავმა სერიოზულია არაა, თუმცა ფრანგის თამაში "რაიო ვალეკანოსთან" მატჩში, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში 26 თებერვალს გაიმართება, საეჭვოა.

მომზადებულია Lequipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული