ფრანც ბეკენბაუერი: "ბაზელთან" მატჩმა უნდა დაგვაფიქროს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი "ბაზელთან" (0:1) მატჩის შემდეგ უკმაყოფილო იყო.

მიუნხენელები ამ თამაშში გაშვებული ერთადერთი გოლით დამარცხდნენ.

"ამ მატჩის შედეგს ჩვენთვის სასარგებლოს ვერანაირად ვუწოდებთ. აღსანიშნავია, რომ "ბაზელს" გოლის გატანა ჩვენს მოედანზე საპასუხო შეხვედრაშიც შეუძლია და მაშინ უკვე შვეიცარიელთა კარის სამჯერ აღება დავჭირდება.

ეს თამაში დამაფიქრებელია, რადგან "ბაზელის" გამარჯვებას დაუმსახურებელს ვერ ვუწოდებთ", - განაცხადა ბეკენბაუერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული