"ძალიან იმედაცრუებულები ვართ. მიმაჩნია, რომ მტკიცედ ვითამაშეთ, მაგრამ ბოლოს მაინც გოლი გავუშვით. ეს ფეხბურთია. საჭიროა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
უიღბლობაა? ცოტ-ცოტა ყველაფერი. წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ეს იმ წარუმატებელი სერიის ნაწილია, რომელიც იმედია, მალე დასრულდება", - თქვა ძანეტიმ.