მასიმილიანო ალეგრი ლონდონის "არსენალს" ემუქრება

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ლონდონის "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა (პირველი მატჩი "მილანი"-"არსენალი" 4:0).

"ველოდები, რომ ჩემი გუნდი საპასუხო შეხვედრას "არსენალთან" უფრო ძლიერად ჩაატარებს, ვიდრე პირველს. ვიცი, გაგვიჭირდება, მაგრამ უპირატესობა გვაქვს.

ძალიან გამახარა "პალერმოსთან" (იხილეთ ვიდეო) მატჩმა, განსაკუთრებით კი - პირველმა ტაიმმა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში ძალიან აკადემიურად ვმოქმედებდით. ფეხბურთელებიდან კი ტიაგო სილვას, ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და რობინოს გამოვარჩევდი", - თქვა ალეგრიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული