მასიმილიანო ალეგრი: ლონდონის "არსენალთან" პირველი მატჩის შედეგი უნდა დავივიწყოთ

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ლონდონის "არსენალთან", ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩზე ისაუბრა.

"ინგლისურ ფეხბურთს ვიცნობთ და ინგლისური გუნდების თამაშის სტილიც ვიცით. სათამაშოდ შესაბამისი განწყობით და კონცენტრირებულები უნდა გავიდეთ და სწრაფად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, "არსენალი" მაღალ ტემპში დაიწყებს თამაშს და პირველი წუთები გადამწყვეტი იქნება.

ვფიქრობ, შესანიშნავ მატჩს ჩავატარებთ, რადგან მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი გვაქვს. თუ გავიტანთ, ეს, რა თქმა უნდა, შეხვედრის შედეგზე ძალიან იმოქმედებს.

დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "არსენალთან" თავს მოდუნების საშუალებას არ მისცემს,
მიუხედავად პირველ მატჩში მოპოვებული ოთხბურთიანი უპირატესობისა. ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს იტყვი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომაც პირველი მატჩი უნდა დავივიწყოთ და შემდეგ რაუნდში გასვლაზე ვიფიქროთ.

ჩვენ სხვა გუნდი დაგვიპირისპირდება - არა ის, რომელიც პირველ შეხვედრაში თამაშობდა. "არსენალი" მთელ ძალას გამოიყენებს, მას ხომ დასაკარგი არაფერი აქვს.

ჩვენთან დამარცხების შემდეგ მან სამი კარგი მატჩი ჩაატარა. ხომ ნახეთ, რა უქნეს "მეთოფეებმა" "ტოტენჰემსა" და "ლივერპულს"?!

ასეთი თამაშები მოტივაციას მმატებს. ჩვენ შესანიშნავი შანსი გვაქვს, პირველად ბოლო ხუთი წლის მანძილზე ფინალამდე მივაღწიოთ და ამ მატჩს ისევე უნდა მოვეკიდოთ, როგორც პირველ შეხვედრას.

მეოთხედფინალში გასვლა მნიშვნელოვანია, შემდეგ ხომ მთელი გზის ბოლომდე გასვლის შანსი გვაქვს", - განაცხადა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული