"ამ დროისთვის მხოლოდ ორი ნახევარმცველი მყავს: სონგი და როსიცკი. ამიტომ შესაძლოა "მილანთან" შეხვედრაში ოთხი თავდამსხმელი გამოვიყვანო.
რამდენიმე სქემის გამოყენება შემიძლია, მაგრამ ამ მატჩში როგორ იქნება, ვერ გეტყვით.
როსიცკის თამაშიც საეჭვოა, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას შემიქმნის. ჩემს განკარგულებაში ვან პერსი, ჟერვინიო, ოკსლეიდ-ჩემბერლენი, შამაჰი და უოლკოტია", - თქვა ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "არსენალის" პირველი მატჩი იტალიელების გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
6 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის
მომზადებულია arsenal.com-ის მიხედვით