ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: თითქმის მომხდარი სასწაული [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ასეთი რამ მხოლოდ ზღაპარში ხდება და... ხანდახან ფეხბურთში. მილანური 0:4-ის მიუხედავად, "არსენალის" მწვრთნელის, ფეხბურთელების, ხელმძღვანელების და ფანების კომენტარებიდან საოცარი მუხტი მოდიოდა.

ამიტომაც, ბევრმა "არსენალი" არ "ჩამოწერა", მაშინ, როცა სხვა ნებისმიერი გუნდი აშკარად "ჩამოსაწერი" იქნებოდა.

გადაჭედილი სტადიონი, მხოლოდ მოსაგებად მომართული ფეხბურთელები, ყოჩი რობინ ვან პერსის სახით... მეტი რა არის საჭირო და "მილანის" კარში გოლთა წვიმაც დაიწყო - ჯერ კოშელნიმ თავით, შემდეგ როსიცკიმ ჭკვიანური დარტყმით დაბალ კუთხეში და ბოლოს ვან პერსიმ პენალტის ნიშნულიდან 43-ე წუთისთვის 0:4 3:4-ად შემოატრიალეს.

წინ კიდევ მთელი ტაიმი
იყო, მაგრამ... მაგრამ ჩვენ ხომ დავწერეთ, ასეთი რამ მხოლოდ ზღაპარში ხდება და მხოლოდ ხანდახან ფეხბურთში, წუხელ ფეხბურთს არ გაუმართლა - "არსენალმა" მეტი ვეღარ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მილანი" გავიდა, თუმცა, რა თქმა უნდა, დამსახურებულად.

არადა, იყო მომენტი, როცა ვან პერსი მეტრ-ნახევრიდან ურტყამდა აბიატის კარში და მაინცდამაინც ვეტერან გოლკიპერს მოარტყა.

მაშინ, როცა ასეთი წყვილი და ბატალიები ვიხილეთ, ცოტა უხერხულიც კია მეორე დაპირისპირებაზე, როგორც პირველის ტოლ-სწორზე წერა, თუმცა ლისაბონური "ბენფიკაც" ლიგის იმავე ეტაპზე გავიდა, სადაც "მილანი".

პორტუგალიელებმა რუსულ ყინვაში წაგებული 2:3, მზიან პორტუგალიაში 2:0-ით გაქვითა. პირველ ტაიმში მაქსიმილიანო პერეირამ გახსნა ანგარიში, მატჩის ბოლოს კი პორტუგალიური პუბლიკა ნელსონ ოლივეირას გოლმა დააწყნარა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
არსენალი-მილანი 3:0 (0:4) (იხილეთ ვიდეო)
არსენალი (4-3-3): შჩესნი - სანია, კოშელნი, ვერმალენი, გიბსი - როსიცკი, სონგი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (75. შამახი) - უოლკოტი (84. პარკი), ვან პერსი, ჟერვინიო.
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, მექსე, ტიაგო სილვა, მესბა (89. ბონერა) - ნოჩერინო, ვან ბომელი, ემანუელსონი - იბრაჰიმოვიჩი, რობინიო, ელ შაარავი (69. აკვილანი).
გოლები: 1:0 კოშელნი (7), 2:0 როსიცკი (26), ვან პერსი (43-პენ)
გაფრთხილება: სანია, გიბსი, სონგი - ვან ბომელი, ნოჩერინო, იბრაჰიმოვიჩი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 22-1; თამაშგარე: 3-8; კარში დარტყმა: 9-11 (7-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 60 000

ბენფიკა-ზენიტი 2:0 (2:3)

ბენფიკა (4-3-3): არტური - მ. პერეირა, ლუიზაო, ჟარდელი, ემერსონი - ვიტსელი, ხ. გარსია, გაიტანი (71. მატიჩი) - როდრიგო (62. ნოლიტო), კარდოსო (80. ოლივეირა), ბ. სეზარი.
ზენიტი (4-1-2-3): მალაფეევი - ანიუკოვი (53. ბრუნო ალვეში), ჰუბოჩანი, ლომბაერტსი, კრიშიტო - დენისოვი - სემაკი, შიროკოვი - ბისტროვი (46. ლაზოვიჩი), კერჟაკოვი, ზირიანოვი (70. ფაიზულინი).
გოლები: 1:0 მ. პერეირა (45), 2:0 ოლივეირა (92)
გაფრთხილება: გარსია, ოლივეირა - ანიუკოვი
კუთხური: 4-0; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 14-4 (5-2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 40 000

მატჩის შემდეგ
მასიმილიანო ალეგრი: შევრცხვით, მაგრამ ამოცანა შევასრულეთ
ფილიპ მექსესი: ვერ ვხვდები, რა მოუვიდა "მილანს" პირველ ტაიმში
მარკ ვან ბომელი: ის რაც პირველ ტაიმში მოხდა, ჩვენივე ბრალია
არსენ ვენგერი: ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით
რობინ ვან პერსი: თუ შანსი მექნება, მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებას კვლავაც ვეცდები
კრისტიან აბიატი: რობინ ვან პერსიმ სათანადოდ ვერ შემაფასა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ისეთმა დიდმა კლუბმა, როგორიც "მილანია", თავი ასეთ დღეში არ უნდა ჩაიგდოს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული