ფილიპ მექსესი: ვერ ვხვდები, რა მოუვიდა "მილანს" პირველ ტაიმში

AutoSharing Option
"მილანის" მცველმა ფილიპ მექსესმა ლონდონის "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"არსენალმა" 3:0 გაიმარჯვა, თუმცა ორი მატჩის ჯამში ტურნირის შემდეგ ეტაპზე "მილანი" გავიდა, რადგან შინ ანგარიშით 4:0 ჰქონდა მოგებული.

"ვერ ვხვდები, რა მოგვივიდა პირველ ტაიმში. ალბათ სათამაშოდ მოუმზადებლები გავედით.

მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვმოქმედებდით, მეტოქეს ნაკლებად ვუფრთხოდით. საბედნიეროდ, შემდეგ ეტაპზე გავაღწიეთ და იმედი მაქვს, მსგავსი რამ აღარ გამეორდება", - თქვა მექსესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული