"არსენალმა" 3:0 გაიმარჯვა, თუმცა ორი მატჩის ჯამში ტურნირის შემდეგ ეტაპზე "მილანი" გავიდა, რადგან შინ ანგარიშით 4:0 ჰქონდა მოგებული.
"ვერ ვხვდები, რა მოგვივიდა პირველ ტაიმში. ალბათ სათამაშოდ მოუმზადებლები გავედით.
მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვმოქმედებდით, მეტოქეს ნაკლებად ვუფრთხოდით. საბედნიეროდ, შემდეგ ეტაპზე გავაღწიეთ და იმედი მაქვს, მსგავსი რამ აღარ გამეორდება", - თქვა მექსესმა.