არსენ ვენგერი: ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, რომლის გუნდმაც "მილანი" 3:0 დაამარცხა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვერ გავიდა, თამაშის შემდეგ აღიარა, რომ გასვლით მატჩში "მეთოფეებმა" ძალიან ბევრი გაუშვეს.

"სათადარიგოთა სკამზე ნახევარმცველები საერთოდ არ გვყავდა, ამიტომ მეორე ტაიმში დაღლა შეგვეტყო. ზოგიერთი ჩვენი ნახევარმცველი ასეთ დონეზე თამაშს, უბრალოდ, შეჩვეული არ არის.

უნდა გაგვეტანა და გოლი არ უნდა გაგვეშვა. არადა, რა კარგად იცავდა თავს "არსენალი". დარწმუნებული ვიყავი, რომ კიდევ ერთი ბურთის გატანა შეგვეძლო.

გამოვარდნის მიუხედავად, ჩემი მოთამაშეებით ვამაყობ, რომლებიც პირველი მატჩის შემდეგ ისევ შეიკვრნენ.
სამწუხაროდ, სტუმრად ძალიან ბევრი გოლი გავუშვით და ამ შედეგს უნდა შევეგუოთ", - თქვა ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული