"შეხვედრის მეორე ნახევარში ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ, მაგრამ ისეთმა დიდმა კლუბმა, როგორიც "მილანია", თავი ასეთ დღეში არ უნდა ჩაიგდოს.
ძალიან ვნერვიულობდი. ლონდონელთა ყოველი შეტევის დროს თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა: რა მოხდება, მეოთხედაც რომ გაგვიტანონ? ჩვენი მდგომარეობა ყოველ წამს რთულდებოდა.
შვებით მაშინღა ამოვისუნთქე, როცა საფინალო სასტვენის ხმა გაისმა", - განაცხადა "მილანის" შვედმა თავდამსხმელმა.