ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ისეთმა დიდმა კლუბმა, როგორიც "მილანია", თავი ასეთ დღეში არ უნდა ჩაიგდოს

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"შეხვედრის მეორე ნახევარში ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ, მაგრამ ისეთმა დიდმა კლუბმა, როგორიც "მილანია", თავი ასეთ დღეში არ უნდა ჩაიგდოს.

ძალიან ვნერვიულობდი. ლონდონელთა ყოველი შეტევის დროს თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა: რა მოხდება, მეოთხედაც რომ გაგვიტანონ? ჩვენი მდგომარეობა ყოველ წამს რთულდებოდა.

შვებით მაშინღა ამოვისუნთქე, როცა საფინალო სასტვენის ხმა გაისმა", - განაცხადა "მილანის" შვედმა თავდამსხმელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული