პეპ გვარდიოლას "ბარსელონასთან" პლეი ოფში დაპირისპირება მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე კლუბისთვის არ ნიშნავს გარანტიას, რომ ის აუცილებლად გამოვარდება.
"ლევერკუზენი" მათ შორის ნამდვილად არ არის. რა უნდა დაეპირისპირებინა გერმანიის ვიცე-ჩემპიონს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი საკლუბო ჩემპიონისთვის? ამის წ
რობინ დუტის შეგირდებმა ესეც ვერ მოახერხეს. თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ მიჯრით გაშვებული გოლების შემდეგ ცოტა "აიჭრა" სტუმართა 20 წლის კარის დარაჯი ბენდ ლენო, რომელმაც "ბლაუგრანას" ორი გოლი პირადად აჩუქა. საერთო ჯამში მასზე აუგი მაინც არ დაგვცდება, რადგან მან 6-ჯერ გადაარჩინა საკუთარი გუნდი.
თამაშის დასრულებამდე ორი ინტრიგა იყო დარჩენილი: გაიტანდა თუ არა ერთ გოლს მაინც სტუმარი და მოახერხებდა თუ არა მესი ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტური რეკორდის დამყარებას - შეაგდებდა თუ არა მეხუთე გოლს. მესიმ 85-ე წუთზე თავისი მცირე ინტრიგა მოკლა, მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე კი გერმანელებმა ამ მხრივ მაინც "არ შეირცხვინეს თავი".
რაც შეეხება ნიქოზიაში გამართულ შეხვედრას: "გსპ სტადიუმზე" ანგარიში მასპინძლებმა პირველივე სერიოზული შეტევისას გახსნეს. მე-9 წუთზე ხარალამბიდესმა ბურთიანად შეაღწია საჯარიმოში და ვარდნაში შორეულ ძელთან მანდუკას გადააწოდა. რევეიერმა პასი ვერ ჩაჭრა. 31 წლის ბრაზილიელმა კი ახლოდან გაიტანა.
რაკი "ლიონს" შინ ანალოგიური ანგარიშით ჰქონდა მოგებული და მეტი გოლი აღარც გასულა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ორი დარტყმა მოიგერია დიონისიოს ქიოტისმა და გუნდი 1/4-ფინალში გაიყვანა.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
ბარსელონა-ლევერკუზენი 7:1 (3:1:) (იხილეთ ვიდეო)
ბარსელონა (4-3-1-2): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო (63. მუნიესა) - ინიესტა (53. ტელიო), ბუსკეტსი, ჩავი (53. კეიტა) - ფაბრეგასი - მესი, პედრო
ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - შვააბი, ტოპრაკი, კადლეცი, კასტრო - რაინარტცი, როლფესი, ბენდერი (55. შიურლე), აუგუსტო (68. ოჩიპკა) - კისლინგი, დერდიოკი (55. ბელარაბი)
გოლები: 1:0 მესი (25), 2:0 მესი (43), 3:0 მესი (50), 4:0 ტელიო (55), 5:0 მესი (58), 6:0 ტელიო (62), 7:0 მესი (85) 7:1 ბელარაბი (90)
გაფრთხილება: კასტრო, როლფესი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 14-2 (11-1); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 80 000
აპოელ-ლიონი 1:0 (0:1) პენ: 4:3
აპოელ (4-2-3-1): ხიოტისი - ჟორჟე, ოლივეირა, პურსაიტიდისი, ბოავენტურა - მორაიში, სოუზა (94. ალექსანდრუ) - ხარალამბიდესი (77. მარსინიო), მანდუკა, აილტონი - სოლარი (74. ტრიჩკოვსკი)
ლიონი (4-2-3-1): ლორისი - კრისი, კონე, რევეიერი, სისოხო - ჩელსტრიომი, გონალონი - ედერსონი (73. გომისი), ბასტოსი, ბრიანი (100. ლაკაზეტი) - ლოპესი
გოლები: 1:0 მანდუკა (9)
პენალტების სერია: ჩელსტრიომი 0:1 აილტონი 1:1; ლ. ლოპესი 1:2, მორაიში 2:2; გომისი 2:3, ალექსანდრუ 3:3; ლაკაზეტი 3:3 (მეკარე); ტრიჩკოვსკი 4:3, ბასტოსი 4:3 (მეკარე)
გაფრთხილება: მანდუკა, სოლარი, აილტონი, ბოავენტურა - კონე, ბასტოსი, გონალონი
გაძევება: მანდუკა 115
კუთხური: 2-11; ჯარიმა: 20-26; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 8-15 (3-8); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 22 000
მატჩის შემდეგ
ლიონელ მესი: ხუთი გოლის გატანა შესანიშნავია
კრისტიან ტელიო: ხოსეპ გვარდიოლამ დამავალა - ვყოფილიყავი ის, რაც ვარ
ხოსეპ გვარდიოლა: ლიონელ მესი ერთხელაც ექვს გოლს გაიტანს
რობინ დუტი: "ბარსელონა" იდეალურად თამაშობს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"