"როდესაც მოედანზე გამოვდიოდი, მწვრთნელმა მითხრა, რომ უნდა გავხსნილიყავი და გადაცემები მეთხოვა, თუკი მეტოქის კარის აღების შანსი მექნებოდა. მან მთხოვა, უბრალოდ, ვყოფილიყავი ის, რაც ვარ.
ამ თამაშში ჩემი მთავარი თვისების - სისწრაფის გამოყენება მოვახერხე. პირველი გოლის ეპიზოდში პარტნიორს ვაჩვენე, რომ სიღრმიდან პასის მისაღებად მზად ვიყავი და როდესაც სესკ ფაბრეგასმა გადაცემა გამიკეთა, უკვე მეკარესთან პირისპირ აღმოვჩნდი. შედეგად, ისღა დამრჩა, ბურთი კარში გადამეგზავნა",