კრისტიან ტელიო: ხოსეპ გვარდიოლამ დამავალა - ვყოფილიყავი ის, რაც ვარ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა კრისტიან ტელიომ, რომელმაც ლევერკუზენის "ბაიერთან" (7:1) მატჩში დუბლი შეასრულა, აღნიშნა, რომ ამ თამაშში საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩენა შეძლო.

"როდესაც მოედანზე გამოვდიოდი, მწვრთნელმა მითხრა, რომ უნდა გავხსნილიყავი და გადაცემები მეთხოვა, თუკი მეტოქის კარის აღების შანსი მექნებოდა. მან მთხოვა, უბრალოდ, ვყოფილიყავი ის, რაც ვარ.

ამ თამაშში ჩემი მთავარი თვისების - სისწრაფის გამოყენება მოვახერხე. პირველი გოლის ეპიზოდში პარტნიორს ვაჩვენე, რომ სიღრმიდან პასის მისაღებად მზად ვიყავი და როდესაც სესკ ფაბრეგასმა გადაცემა გამიკეთა, უკვე მეკარესთან პირისპირ აღმოვჩნდი. შედეგად, ისღა დამრჩა, ბურთი კარში გადამეგზავნა",
- თქვა ტელიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული