ხოსეპ გვარდიოლა: ლიონელ მესი ერთხელაც ექვს გოლს გაიტანს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "ლევერკუზენთან" (7:1) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩზე ისაუბრა.

"ჩვენ ლიონელ მესის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩის მხილველნი გავხდით. ეს არის საჩუქარი ყველა გულშემატკივრისთვის. ის საქებარ სიტყვებს იმსახურებს. მესი 24 წლისაა და "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს სესარ როდრიგესს მხოლოდ 7 გოლით ჩამორჩება.

ერთ შეხვედრაში ხუთი გოლის გატანა ადვილი არაა და ამას მე გეუბნებით, რომელმაც კარიერაში "ბარსელონას" მაისურით 11 გოლი გავიტანე. მაგრამ ერთხელ ლეო ექვს გოლსაც გაიტანს. ასევე აღსანიშნავია ანდრეს ინიესტას კარგი თამაში.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 5-ჯერ ზედიზედ
გავედით და ეს ჩვენი შედეგების სტაბილურობაზე მეტყეველებს. ჩემპიონთა ლიგა მართლაც რომ საუკეთესო ტურნირია.

ჩვენმა მეტოქემ "ვალენსიას" სძლია, ხოლო რამდენიმე დღით ადრე მიუნხენის "ბაიერნს" მოუგო.

მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის ყველა ფეხბურთელსა და კლუბის ყველა თანამშრომელს", - თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული