"პირველ შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ და წაგებას არ ვიმსახურებდით. დარწმუნებული ვარ მშობლური ტრიბუნების მხარდაჭერით "ინტერი" გაიმარჯვებს.
ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კარგად ვიასპარეზებთ. შემდეგ ეტაპზე თუ გავედით, ევროპის რვა საუკეთესო გუნდში მოვხდებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა მილიტომ.
შეგახსენებთ, რომ მერვედფინალის პირველი მატჩი საფრანგეთში გაიმართა, სადაც მასპინძლებმა მეტოქე 1:0 დაამარცხეს. საპასუხო შეხვედრა კი სამშაბათს, 13 მარტს "სან სიროზე" ჩატარდება.
მომზადებულია Sky.it-ის მიხედვით