დიდიე დეშამი: "სან სიროზე" პირველად დავმარცხდი, მაგრამ მთავარი მეოთხედფინალია

AutoSharing Option
"მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, რომლის გუნდიც მილანის "ინტერთან" დამარცხდა, მაგრამ მეოთხედფინალში გავიდა, თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ თავისი ფეხბურთელებით კმაყოფილია.

"სირთულეები გვქონდა, დიდი ხნის მანძილზე გატანას ვერ ვახერხებდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ "მარსელმა" კარგი თამაში ჩააატარა.

ორივე გუნდს ბევრი შანსი ჰქონდა. კარგია, რომ მეოთხედფინალში მოვხვდით, მინდა ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო.

ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ დეშამს "სან სიროზე" არასდროს წაუგია, არც როგორც მოთამაშეს, არც როგორც მწვრთნელსო. ასე რომ, ახლა "სან სიროზე" დაუმარცხებელი აღარ ვარ, მაგრამ მთავარი მეოთხედფინალში გასვლაა!" - თქვა დეშამმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული