ხავიერ ძანეტი: "ინტერი" გოლის გაშვებას არ იმსახურებდა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ნახევარმცველი ხავიერ ძანეტი, რომლის გუნდიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა, აცხადებს, რომ დიეგო მილიტოს გოლის შემდეგ დარწმუნებული იყო, რომ "ნერაძური" ტურნირის მეოთხედფინალში გავიდოდა.

"სამწუხაროდ, მოპოვებული გამარჯვება ტურნირის მეოთხეფინალში გასვლის საშუალებას არ გვაძლევს. ძალიან ვწუხვარ, მითმეტეს, რომ მატჩი კარგად ვითარდებოდა, ვიბრძოდით და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურდა.

"მარსელი" კარგად თამაშობდა, მაგრამ კარის აღების უფრო მეტი მომენტი ჩვენ გვქონდა.

მას შემდეგ კი, რაც გოლი გავიტანეთ, დარწმუნებული ვიყავი, რომ "ინტერი" შემდეგ ეტაპზე გავიდოდა. რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერს ვაკეთებდით, რათა მეორე გოლიც გაგვეტანა, მაგრამ
გავუშვით.

სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ გაშვებულ გოლს არ ვიმსახურებდით", - თქვა ძანეტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული