"ასეთ შედეგს შეუძლია ყველა შთაგვაგონოს. ბიჭებმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს - სოლიდური და ხისტი. ძალიან შთამბეჭდავი იყო, როგორ იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები ბოლო წუთამდე.
დავამტკიცეთ, რომ გუნდი ვართ, ერთ მთლიანობად ვიქეცით იმ წუთში, როდესაც ეს აუცილებელი იყო. დღეს ვაჩვენეთ, რას ნიშნავს "ჩელსი".
საინტერესოა, რომ "ნაპოლისთან" მატჩი ტერისთვის ლონდონური გუნდის კაპიტნის სამკლავურით ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 77-ე შეხვედრა იყო. ამ მაჩვენებლით ის "მილანის" ლეგენდარულ
საერთოდ კი, ჩემპიონთა ლიგის ყველაზე უხვმატჩიანი კაპიტანი მილანის "ინტერის" ფეხბურთელი ხავიერ ძანეტია, რომელსაც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ევროტურნირში თავისი გუნდი 84-ჯერ გაუყვანია მოედანზე.