რობერტო დი მატეო: ლონდონის "ჩელსის" თამაში ბრწყინვალე იყო

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტო დი მატეომ "ნაპოლისთან" ორმატჩიან დაპირისპირებაში თავისი გუნდის წარმატება შეაფასა.

"დღეს მოედანზე ორი შესანიშნავი გუნდი ვიხილეთ. საპასუხო შეხვედრის წინ მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებოდით და ვიცოდით, რომ ჩვენს წინაშე რთული ამოცანა იდგა.

ჩვენს თამაშს შეიძლება ბრწყინვალე ვუწოდოთ. ეს მთელ გუნდს ეხება და არამხოლოდ გამოცდილ მოთამაშეებს, რომლებიც ასეთ დაპირისპირებებს შეჩვეულნი არიან.

დავიდ ლუიზი მატჩის ბოლოს ვერ დადიოდა, ჯონ ტერის კრუნჩხვები დაეწყო. პეტრ ჩეხმა რამდენიმე ბრწყინვალე სეივი განახორციელა, დიდიე დროგბამ და ფერნანდო ტორესმა მოედანზე ყველაფერი გაიღეს.

ჩემპიონთა ლიგაში
ბრძოლის გაგრძელება კლუბისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ყველანი ბედნიერები ვართ.

დიდი გამარჯვებებისთვის აქამდეც მიმიღწევია, მაგრამ ეს განსაკუთრებულია და კლუბის ისტორიაში შევა. მოთამაშეებმა თავიანთი სამუშაო შეასრულეს, მათ კლუბისა და გულშემატკივრების სიყვარული და პატივისცემა გამოავლინეს. ეს სეზონის დანარჩენი ნაწილისთვის სტიმულს მოგვცემს", - განაცხადა დი მატეომ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული