სერხიო რამოსი: მადრიდის "რეალმა" მეორე ნახევარში უკეთესად ითამაშა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა.

თამაში "სამეფო კლუბის" გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

"ვფიქრობ, "რეალმა" მეორე ნახევარში უკეთესად ითამაშა. პირველ ტაიმში ბურთს ვაკონტროლებდით, თუმცა მეორეში უფრო მობილურად ავმოქმედდით და მეტ თავისუფალ ზონებს ვქმნიდით.

რაც შეეხება ჩაბი ალონსოს ყვითელ ბარათს, მას ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა შეუცვლელი არავინაა და მეოთხედფინალის პირველ მატჩში ვეცდებით, მას ღირსეული შემცვლელი ვუპოვოთ", - განაცხადა რამოსმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული