"თუ მთელ რიგ შესაძლო გარემოებებს და პირველ მატჩში 1:3 ანგარიშით დამარცხებას გავითვალისწინებთ, ეს შეხვედრა "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის 2007/08 წლების სეზონის მეოთხედფინალის, "ბარსელონასთან" 2004/05 წლების მერვედფინალისა და "ბაიერნთან" 2004/05 წლების სეზონის მეოთხედფინალის ტოლფასია.
ფეხბურთი მთელი მატჩის განმავლობაში სანახაობრივი არ ყოფილა, მაგრამ ისე ვთამაშობდით, რომ ძალიან კარგ გუნდთან ბრძოლაში დადებითი შედეგისთვის მიგვეღწია.
ჩვენი აქტიურობა და მეორე ტაიმსა და დამატებით დროში გამოჩენილი გამარჯვების წყურვილი ძალიან დაგვეხმარა",
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით