"დადებითი მხარეებიც უნდა დავინახოთ - თუ "მილანი" მეოთხედფინალს გაივლის, ამით ფინალში მოხვედრის ალბათობა მატულობს.
რა თქმა უნდა, გვესმის, რომ მეტოქედ მსოფლიოს უძლიერესი გუნდი გვერგო, მაგრამ დაპირისპირების ჩვენს სასიკეთოდ გადაწყვეტის უნდა გვჯეროდეს.
საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. ფინალამდე ყოველთვის ძლიერ მეტოქეებს ხვდები, ამიტომ კენჭისყრის შედეგით შოკირებული არ ვარ", - თქვა ალეგრიმ.