დიდიე დეშამი: მიუნხენის "ბაიერნი" მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" მცირედით თუ ჩამოუვარდება

AutoSharing Option
"მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მისი გუნდის მეტოქეზე - მიუნხენის "ბაიერნზე" ისაუბრა.

ნიონში გამართულმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრამ ფრანგებს გერმანული გრანდი შეახვედრა.

"ორივე ძალიან რთული მატჩი იქნება. საერთო ფონზე "რეალი" და "ბარსელონა" გამოირჩევიან, მაგრამ "ბაიერნი" მათ მხოლოდ მცირედით თუ ჩამოუვარდება.

მიუნხენელებს ძლიერი გუნდი ჰყავთ და მათ რიგებში ოთხი შემტევი მოთამაშის - რიბერის, რობენის, მიულერის და გომესის გამორჩევა შეიძლება.

მიუნხენელთა კარს გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი იცავს, ნახევარდაცვაში შვაინშტაიგერი თამაშობს, დაცვაში - ლამი და ვან ბუიტენი. ეს უკანასკნელი თავის დროზე "მარსელის"
ღირსებას იცავდა", - თქვა დეშამმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული