ხოსეპ გვარდიოლა: მადრიდის "რეალთან" ფინალი? ჯერ ნახევარფინალზეც კი არ მიფიქრია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, თუ რას ფიქრობს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, კატალონიელები შესაძლოა ფინალში მადრიდის "რეალს" შეხვდნენ.

"მილანი" ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საუკეთესოთა დამარცხებაა საჭირო, "მილანი" კი ერთ-ერთი ასეთი გუნდია.

"რეალთან" შესაძლო ფინალი? ჯერ "ჩელსისა" და "ბენფიკასთან" შესაძლო ნახევარფინალზეც არ მიფიქრია. "მილანთან" უკიდურესად დაძაბული დაპირისპირება გველის.

შევატყობინე თუ არა კლუბს კონტრაქტის გაგრძელების შესახებ? გუნდის ხელმძღვანელობისთვის მსგავსი არაფერი მითქვამს", - თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული