"თუ ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია, შესანიშნავი შანსი გვექნება. არაფრის უნდა გვეშინოდეს.
მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" წინააღმდეგ უკვე ვითამაშეთ, ამიტომ კარგად ვიცით, რას უნდა ველოდოთ მომავალ მატჩში. ეს თავისთავად რთული დაპირისპირება იქნება", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
"მილანსა" და "ბარსელონას" შორის პირველი მატჩი 28 მარტს იტალიაში გაიმართება, საპასუხო თამაში კი 4 აპრილს, ესპანეთში.